“ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა იყო, თუმცა, პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“

„ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით მიღებული პრეზიდენტის გადაწყვეტილება ყველამ უარყოფით ნაბიჯად შეაფასა.
„ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც ყველამ უარყოფითად შეაფასა პრეზიდენტის ნაბიჯი. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ სურათი არის ნათელი და ამას დამატებითი შეფასება არ სჭირდება. ჩვენ არაერთგზის ვთქვით რომ დაველოდებოდით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. ეს იყო მისი პრეროგატივა და ამის შემდეგ მივიღებდით ჩვენს გადაწყვეტილებას უკვე კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან იყო თანამშრომლობის მზადყოფნა, თუმცა, პრეზიდენტმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რაც ასევე შეფასდა ყველას მიერ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან იმის განცხადება, რომ ის ელოდება უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს დ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვას.
„მისი ეს ნაბიჯი ალბათ ასე უნდა აიხსნას”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები