ირაკლი ლექვინაძე: ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების კონსტრუქციული განწყობა მისასალმებელია

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მწარმოებლების კონსტრუქციული განწყობა მისასალმებელია. „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას მან განაცხადა, რომ ცემენტის ადგილობრივ მწარმოებლებთან დიალოგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც კლინკერის საბაჟოზე შემოწმების მიზნით ტვირთების საბაჟოზე შეჩერების პრობლემა შეიქმნა.
„ყველა შესაბამისი სტრუქტურა ჩართულია საკითხის შესწავლასა და მისი სამართლიანად გადაწყვეტის გზის შემუშავებაში. მე მესმის, რომ მწარმოებლებისთვის ყოველი დღე ძვირფასია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საკითხი ძირფესვიან შესწავლას მოითხოვს, რასაც, ბუნებრივია, გარკვეული დრო სჭირდება.
რაც შეეხება იმას, რომ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები სპეციალური განცხადებით გამოეხმაურენ საკითხის გარშემო ატეხილ პოლიტიკურ პერიპეტიებს და გაემიჯნენ ამ პროცესს, ამ ფაქტს ცალსახად დადებითად ვაფასებ და მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან კონსტრუქციულობის გამოხატულებაა და მივესალმები.
ვფიქრობ, უახლოეს დღებში, უკვე შესაძლებელი გახდება ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მიერ დასმულ საკითხებზე საქაართველოს მთავრობის მხრიდან შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება და ბიზნესის ინტერესების დამცველი სამართლიანი გადაწყვეტილებების შემუშავება“,- განაცხადა ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები