ირაკლი კობახიძე ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას საუფლო დღესასწაულო მიულოცა.
„სრულიად საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ მარიამობას. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული ჩვენთვის, როგორც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისთვის. გისურვებთ ყველას ბედნიერებას”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ წირვის დასრულების შემდეგ.




კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები