სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი მაქვს

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი მაქვს. ეს არის ძალა, რომელთანაც ბევრი საერთო ღირებულება მაქვს – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, თუ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, უთუოდ იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საჭიროებაც.
„ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი მაქვს. ეს არის ძალა, რომელთანაც ბევრი საერთო ღირებულება მაქვს. ერთ დროს, მათთან ერთად ვიბრძოდი და ახლაც ვიბრძვი. მე არ ვარ პარტიული, პრეზიდენტი პარტიული არ უნდა იყოს. მიკვირს იმ კანდიდატების, ვინც თან პარტიის თავმჯდომარეცაა. მე მათ მხარდაჭერას მივიღებ სიამოვნებით, თუ ეს ასე იქნება. თუ იქნება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, უთუოდ იქნება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საჭიროებაც, რომ უფრო დეტალურად გავიგო, რა ფორმით განხორციელდება მხარდაჭერა. კონსულტაციები საჭიროა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები