სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა

„პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხის მსმენელი და ხელისუფლებამდე იმ პრობლემების მიმტანი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ზესტაფონში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავიდა.
სალომე ზურაბიშვილი დღესვე კიდევ ორ ქალაქში – ხაშურსა და ბორჯომში ჩავა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად სხვადასხვა რეგიონებში უკვე 27 000 ხელმოწერა შეგროვდა.
ცნობისთვის, ხელმოწერების კამპანიის დასრულებამდე 2 კვირა რჩება. ამ დროისათვის დამოუკიდებელი კანდიდატი უკვე 10 ქალაქში იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები