ირაკლი კობახიძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაც და ვალდებულებაც ​

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაც და ვალდებულებაც .

შესაბამისი კომენტარი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის დასახელება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური პრეროგატივაც და ვალდებულებაც. აქედან გამომდინარე, ყველასათვის გასაკვირი იყო, ბუნებრივია, პრეზიდენტის პოზიცია. მისი ეს გადაწყვეტილება ყველამ უარყოფითად შეაფასა და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ რომ დამატებითი შეფასება ამას არ ესაჭიროება”,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები