კახა კალაძე: პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი

ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატი არ გვყავს, თუმცა პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, სადაც ირაკლი კობახიძესთან „ქართული ოცნების“ ადგილობრივ წევრებს შეხვდა.

მისივე თქმით, 10 სექტემბრამდე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო შეიკრიბება და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში დავიწყეთ ჩასვლა, ვხვდებით მერებს, საკრებულოს წარმომადგენლებს, პარტიულ აქტივს. საუბარი იყო შიდა პარტიულ საკითხებზე. არჩევნებს რაც შეეხება, ჩვენი პოზიცია ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატი არ გვყავს, თუმცა პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭიროს საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარი. ცალსახაა ერთი რამ, რომ ეს უნდა იყოს ყველა შემთხვევაში არაპარტიული. შესაბამისად, დაველოდოთ, ვინ იქნებიან კანდიდატები, შეიძლება, კიდევ ვინმე სხვამ წამოაყენოს კანდიდატურა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები