ტირასპოლში დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშები აღმართეს
დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დედაქალაქის ტირასპოლის ცენტრალურ მოედანზე, დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დროშების აღმართვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება საზეიმო ვითარებაში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების „ჰიმნების“ თანხლებით ჩატარდა.
ამის შესახებ რუსული მედია წერს. ცერემონია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარების 10 წლისთავს მიეძღვნა.