რა პოზიცია ჰქონდა გრიგოლ ვაშაძეს აგვისტოს ომის დროს – „პროვოცირება, რაც კოკოითის რეჟიმმა სცადა, რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო მზად“ (ვიდეო)

რა პოზიცია ჰქონდა აგვისტოს ომის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს 2008 წელს, საომარი მოქმედებების დროს.
მაშინ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე, კონფლიქტში დამნაშავედ ოსური მხარის პროვოკაციებს მიიჩნევდა, ხოლო რუსეთს მშვიდობისმყოფელი მომრიგებლის როლში ხედავდა.
„ის პროვოცირებაც, რაც კოკოითის რეჟიმმა სცადა ცხინვალის რეგიონში, ეს იყო აბსულუტური თვითშემოქმედება და ამისთვის რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო მზად. გასაგებია ამისთანა თვითშემოქმედებამ შეიძლება საშიშ შედეგებამდე მიგვიყანოს, ამიტომ რუსული მხარე სასწრაფოდ დამიკავშირდა და მთხოვა მოსკოვში ჩასვლა“ – აცხადებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე.
„რადიო თავისუფლების“ არქივის ვიდეო ჩანაწერში, გრიგოლ ვაშაძე აღნიშნულ განცხადებას, ტიტრებში მიწერილი აქვს, რომ იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია, თუმცა, გრიგილ ვაშაძე მაშინ მინისტრის მოადგილე იყო.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, 2008 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები