თორნიკე რიჟვაძე: კონგოში, გაუჩინარებული 17 ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

„კონგოს ტერიტორიულ წყლებში გაუჩინარებულ გემზე მყოფი 17 ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზე იმყოფება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

ამასთან, რიჟამაძემ არ გაამხილა ის მიზეზები, თუ რა გახდა მეზღვაურების გატაცების მიზეზი.
მისი თქმით, გემთან კავშირი დამყარდა და ამჟამად ტონგოს რესპუბლიკაში მიემართება.

„მეზღვაურები უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან. თუ რა გახდა მეზღვაურების გატაცების მიზეზი, მოგვიანებით გავახმაურებთ. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი უსაფრთხო ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფო სტრუქტურები ჩართული იყო და მეზღვაურების ინტერესებისა და უფლებების დაცვას სახელმწიფო მომავალშიც განაგრძობს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს კონგოს ტერიტორიულ წყლებში, შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, PANTELENA-სთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
სამინისტროს ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამასთან, საგარეო უწყება ინტენსიურ კონტაქტზე იმყოფება გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი უზრუნველყოფილი იყოს პირველადი საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).
შეგახსენებთ, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი, 121 მეტრის სიგრძის გემზე, რომელსაც 7 000 ტონა საწვავი გადაჰქონდა, საქართველოს 17 და რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა.
ტანკერი რადარებიდან 14 აგვისტოს გაუჩინარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები