ივანე მაჭავარიანი: წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია

„გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით ხულოს, ქედის და შუახევის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს მოსახლეობის წყალმომარაგების გაუმჯობესებას“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე, მიმდინარეობს „ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის” პროექტი, რომლის მთლიანი დაფინანსება 119 მილიონ ევროს სესხს და გრანტის სახით 37 მილიონ ევროს შეადგენს.
„აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად, რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის მიმზიდველი პირობები შეიქმნება. ასევე, ხელი შეეწყობა საშუალო და მცირე ბიზნესს, რაც საწინდარია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის“,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები