“გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია მსოფლიოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის”
„გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია მსოფლიოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის“, – ამის სესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილიმა განაცხადა.
მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ანგელა მერკელი საქართველოში აგვისტოში ჩამოდის.
„რუსეთი ყოველთვის ეცდება, აგვისტოს თვე გამოიყენოს თავისი გარკვეული სიმბოლური ნაბიჯებისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შემხვედრი გზავნილები, ჩვენი პარტნიორებისგან, ის, რომ ანგელა მერკელი აგვისტოში ჩამოდის საქართველოში, ესეც ძალიან სიმბოლურია და ძალიან დიდი პრინციპული მინიშნებაა მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ასევე მთელი მსოფლიოსთვის, რომ გერმანია ჩვენ მხარესაა, ჩვენი სიმართლის მხარეს და სოლიდარულია იმ პრობლემების წინაშე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. განსაკუთრებულად რუსეთთან ურთიერთობის კუთხით,“ – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.
დეპუტატმა ყურადღება გერმანიასთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს.