ადიგენში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

ადიგენში ავარიას 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩორჩასთან მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
გარდაცვლილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცვლის უფროსი იყო.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები