ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაქენზი სმიტს შეხვდა.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის, ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის საქმიანობა, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისა და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობისკენ.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ფინანსთა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები, რომელთა მიზანიც ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევაა. შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა და ელჩმა მომავალი აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები