შსს-ს აკადემიას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები ეწვივნენ

შსს-ს აკადემიას, ევროპის კვირეულის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მუხრანის საჯარო სკოლის მოსწავლეები და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები ეწვივნენ. მოსწავლეებს შსს-ს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა უმასპინძლა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია – „სწავლება აკადემიაში“, საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთვის საინტერესო საკითხებზე ესაუბრნენ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოზარდებმა სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო – გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. შსს-ს აკადემიაში მოსწავლეებთან და სტუდენტებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო სახის შეხვედრები სისტემატურად იმართება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=9O27VfPovF0&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები