ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიმართავს, ამომრჩევლებთან ურთიერთობისას, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით არ ისარგებლონ

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართავს, ამომრჩევლებთან ურთიერთობისას, ნუ ისარგებლებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით. როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში, უცნობი პირები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს საოლქო საარჩევნო კომისიების სახელით, ტელეფონით უკავშირდებიან და ამოწმებენ მათ მონაცემებს. განმეორებით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ ახორციელებს ამომრჩევლების მონაცემების შემოწმებას, არც სატელეფონო და არც კარდაკარ ურთიერთობის ფორმით.
შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ (28 სექტემბერი). საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს, მათ შორის, გაავრცელებენ ამომრჩეველთა ბარათებს და მოქალაქეებთან ურთიერთობისას, ექნებათ საარჩევნო კომისიის წევრობის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები