“მთავარი არ არის, მომავალ პრეზიდენტს ჩვენი პარტიული ბილეთი ედოს ჯიბეში, მთავარია რამდენად იქნება ის თანხმობაში კონსტიტუციასთან”

რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ყველა სხვა წინა მმართველი პარტიისგან განსხვავებით, “ქართული ოცნება” გადაწყვეტილებას დემოკრატიის სასარგებლოდ იღებს.
“მთავარი არ არის, მომავალ პრეზიდენტს ჩვენი პარტიული ბილეთი ედოს ჯიბეში, მთავარია რით იქნება განსაზღვრული მისი ქმედებები, რამდენად იქნება თანხმობაში კონსტიტუციასთან და რამდენად იქნება სასარგებლო ქართული დემოკრატიის ამოცანებისთვის. ეს ზეპარტიული, მაღალი ამოცანები დავუსახეთ ჩვენ საპრეზიდენტო მარათონს და ინსტიტუტს იმ ტრადიციის შესაბამისად, რაც ევროპულ საპარლამენტო დემოკრატიებშია და მიმაჩნია რომ ნებისმიერი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს სოლიდარული ამ გადაწყვეტილების”,- აცხადებს ზაზა გაბუნია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები