“აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია”

0

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სხვადასხვა კომენტარები გაკეთდა და ბოლო განმარტება მმართველი გუნდისთვის მისაღებია. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა კომენტარი ქალბატონი სალომესგან. მე არ მინდა შევიდე სიღრმეში, ვინაიდან ეს გამოვა ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის გამონათქვამების შეფასება. იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით. ამის შემდეგ, იყო სხვა გამოსვლები, სადაც სხვა კონკრეტული ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები, რადგან ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდის საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იქნება ის, თუ რამდენად თანხვედრაშია იმ კონკრეტული კანდიდატის გამონათქვამები და პოზიციები მმართველი გუნდის პოზიციებთან.

“ჩვენ გვაქვს დრო, დაახლოებით სამი კვირა, როდესაც ამოიწურება კანდიდატების წარდგენის ვადა. ამ დროისთვის გვექნება ჩვენი ჩამოყალიბებული პოზიცია, თუ რომელ კანდიდატს დავუჭერთ მხარს”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი