სალომე ზურაბიშვილი მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ცესკოში წარსადგენად, მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
როგორც “კვირას” მისი პრესსამსახურიდან აცნობეს, 15 აგვისტოს ხელმოწერების შეგროვება 12:00-დან 14:00 საათამდე სასტუმრო “რედისონის” (ვარდების რევოლუციის მოედანი N 1) მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 15:00-დან 17:00 საათამდე – მეტროპოლიტენის “ახმეტელის თეატრი” მიმდებარედ მოხდება.