„ღირსეული პარტნიორის“ ფარგლებში, „აპაჩებმა“ კომბინირებულ საბრძოლო სროლებში მიიღეს მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)

მრავალეროვნულ წვრთნაში – „ღირსეული პარტნიორი“ ამერიკული შემტევი ავიაცია საბრძოლო სროლებში წელს პირველად ჩაერთო. ვაზიანის მე-11 სასროლეთზე AH-64 „აპაჩის“ ტიპის ვერტმფრენებმა კომბინირებულ საბრძოლო სროლებში მიიღეს მონაწილეობა. ქართულ და ამერიკულ ჯავშანტექნიკას საბრძოლო ვერტმფრენებმა ახლო საცეცხლე მხარდაჭერა აღმოუჩინეს.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა, აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლები“ და „აბრამსის“ ტიპის ტანკები მონაწილეობდნენ. პირობითი მოწინააღმდეგის მიმართულებით ცეცხლი ყველა სახის შეიარაღებიდან გაიხსნა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები