43 წლის მანუჩარ მელიქიძე I ჯგუფის ინვალიდია – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება

0

მანუჩარ მელიქიძე 37 წლის ასაკში I ჯგუფის ინვალიდი გახდა. ტრაგიკულმა შემთხვევამ ერთ წუთში შეცვალა მისი ცხოვრება. ერთ დროს ჯანსაღი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა მამაკაცი თვალის დახამხამებაში „გაანადგურა“.
მანუჩარს არ შეუძლია გადაადგილება, მისი სხეული თითქმის მთლიანად არის პარალიზებული, იგი ვერ აბრუნებს კისერს, მას არც ეტლის მართვა შეუძლია, რამეთუ თითები პრაქტიკულად ატროფირებული აქვს…
როგრც “კვირას” ჩერნოვეცკის ფონდიდან აცნობეს, მანუჩარი გახლდათ ასპინძაში, რაიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ათმეთაური . 2012 წლის 1 ოქტომბერს ტყის მასივში გაჩნდა ცეცხლი და მანუჩარის ბრიგადა დასახმარებლად გამოიძახეს. რაიონის მეხანძრეებმა მხოლოდ ღამის პირველი საათისთვის მოახერხეს ხანძრის კერების ლიკვიდაცია. როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, დისლოკაციის ადგილზე, მძღოლმა, რომლის ავტომანქანაში მანუჩარი იმყოფებოდა, ვერ შესძლო საჭის დამორჩილება და ბეტონის პარაპეტს შეეჯახა.
„დარტყმის ტალღამ ამაგდო ზევით და მთელი ძალით მივახეთქე თავი ავტომანქანის ჭერს. საშინელი ტკივილი ვიგრძენი, გავითიშე, შემდეგ მოვედი გონზე, მერე ისევ გავითიშე და ასე რამდენჯერმე… არ მესმოდა, თუ რა ხდებოდა ჩემს თავს… თბილისში წამიყვანეს, გამიკეთეს ოპერაცია… გადავრჩი, თუმცა მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ფიზიკურად და სულიერად დასახიჩრებულია“, – ამბობს მანუჩარ მელიქიძე.
ავტოავარიის დროს, მანუჩარს ზურგის ტვინი დაუზიანდა, მიიღო კისრის მალების მოტეხილობა და მენჯის ძვლები ამოუვარდა. 1 თვე და 12 დღე იგი საავადმყოფოს პალატაში გაუნძრევლად იწვა, რის შედეგადაც, ე.წ. ნაწოლები გაუჩნდა.
როდესაც ამ ახალგაზრდა მამაკაცს უყურებ, არ შეიძლება გული არ დაგეწვას, მისი სულიერი მდგომარეობის გამო. მანუჩარი ძალიან განიცდის, რომ ვერ უვლის ოჯახს, შვილებს, არ ძალუძს გადაადგილება და ეტლს არის მიჯაჭვული.
„იმის გამო, რომ ჩემს მეუღლეს თითებიც ატროფირებული აქვს, მას არც ეტლის მართვა შეუძლია. რომ იცოდეთ, როგორ ნერვიულობს?! მე ვამშვიდებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ შედეგიან მკურნალობას დიდძალი თანხა სჭირდება და საიდან უნდა მოვიტანო? – ამბობს მანუჩარის მეუღლე – მაკა კაპანაძე.
11 წლის ვახტანგი და 9 წლის ანი მშობლებთან ერთად, სოფელ ტოლოშში ცხოვრობენ. მატერიალურად ოჯახს ძალიან უჭირს. ისინი მხოლოდ მანუჩარის და მისი მშობლების პენსიის ამარა არიან დარჩენილნი. ამ თანხით კი არამარტო მკურნალობა, არამედ ნორმალური კვებაც შეუძლებელია.
მეგობრებო, დღეს 43 წლის მანუჩარს თქვენი მხარში ამოდგომა ესაჭიროება. მისთვის სულ მცირე ფინანსურ შემოწირულობასაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რამეთუ შემოწირული თანხით მას შეუძენენ წამლებს, ნემსებს, ჰიგიენურ საშუალებებს…
მოდით, ერთიანი ძალებით ვანუგეშოთ ეს ახალგაზრდა მამაკაცი, გავამხნევოთ და დავანახოთ, რომ იგი მარტო არ არის! გახსოვდეთ, თქვენს დახმარებას შეუძლია გაახაროს მანუჩარის გული, მისცეს მას დიდი ძალა და დადებითი ენერგია!
შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მანუჩარ მელიქიძე) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ჩვენი საიტიდან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/354-melikidze/

კომენტარები

კომენტარი