ინდოეთმა Air India-ს ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 787-ების შემოწმება დაიწყო

ინდოეთის მთავრობამ ყველა Boeing 787  შემოწმება დაიწყო Air India-ს თვითმფრინავის კატასტროფული ჩამოვარდნის შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 270 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღნიშნულის შესახებ ინდოეთის ავიაციის მინისტრმა განაცხადა.

პარასკევს, ავიაციის მარეგულირებელმა დაავალა Air India-ს ჩაატაროს დამატებითი ტექნიკური შემოწმება GEnx ძრავებით აღჭურვილ Boeing 787-8/9 თვითმფრინავებზე, მათ შორის აფრენის გარკვეული პარამეტრების შეფასება, ელექტრონული ძრავის კონტროლის ტესტები და ძრავის საწვავთან დაკავშირებული შემოწმებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები