აქციის მონაწილეებმა თსუ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს

აქციის მონაწილეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. პუფები მიიტანეს და ორი კარავი გაშალეს.

ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც 21 წლის მათე დევიძეს მოსამართლემ 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები