რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანისა და ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდა, გონივრულად იმოქმედონ და განაგრძონ დიალოგი.
პაპი ვითარებას დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს.
„ირანსა და ისრაელში ვითარება სერიოზულად გაუარესდა და ასეთ დელიკატურ მომენტში ვალდებულად ვგრძნობ თავს, მტკიცედ გავიმეორო მოწოდება პასუხისმგებლობისა და გონიერებისკენ. ბირთვული საფრთხისგან თავისუფალი, უფრო უსაფრთხო სამყაროს შექმნელად ერთგულება უნდა გაგრძელდეს პატივისცემით სავსე შეხვედრებისა და გულწრფელი დიალოგის გზით, რათა აშენდეს სამართლიანობაზე, ძმობასა და საერთო კეთილდღეობაზე დაფუძნებული მდგრადი მშვიდობა. არავინ არასდროს უნდა შეუქმნას საფრთხე სხვის არსებობას. ყველა ქვეყნის მოვალეობაა, მხარი დაუჭიროს მშვიდობის საქმეს, დაიწყოს შერიგების გზების ძიება და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ღირსებას ყველასთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.