მიხეილ სარჯველაძე შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრო ჯანდაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე. მისი განცხადებით, აღნიშნული გამოფენის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაა, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
გამოფენაში 7 სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მიიღეს მონაწილეობა. ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა თავად შშმ პირებს მოხმარდებათ.
14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, საქართველოში, 25 წელია, აღინიშნება. მისი მიზანი, საზოგადოებაში, შშმ პირების მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა, ასევე, სოციალიზაციაში ხელშეწყობაა.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.