ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე პროკურატურამ ტყის მცველი დააკავა

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა 2018 წლის 13 აგვისტოს, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის N2 სამცველოს ყოფილი ტყის მცველი – ბ.ნ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბ.ნ. 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე მუშაობდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის დარბაზის N2 სამცველოს ტყის მცველად, იყო მოხელესთან გათანაბრებული პირი და მის ძირითად მოვალეობაში მასზე ჩაბარებული ტყის დაცვა შედიოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. კერძოდ კი 2018 წლის იანვარსა და თებერვალში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბ.ნ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე 2300 კბმ – 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის ხე გამოავლინეს, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 287 200 ლარი შეადგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის, საჯარო მოხელეთა მხილების მიზნით გრძელდება. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე ვადითთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები