კახა კალაძე: პრეზიდენტს იმდენი თანამშრომელი აღარ სჭირდება, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული
თბილისის მერის, კახა კალაძის მოსაზრებით, ახალი პრეზიდენტისთვის ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენცია საუკეთესო ადგილია.
როგორც მან განმარტა, პრეზიდენტს იმდენი თანამშრომელი აღარ სჭირდება, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული.
„ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა. პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილება, რაც 2012 წლამდე იყო. შესაბამისად, არც იმდენი თანამშრომელი სჭირდება, რომ ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული. ათონელის რეზიდენცია საუკეთესო შენობა-ნაგებობაა და ადგილიც. რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება, ყველანაირი შინაარსით“, – განაცხადა თბილისის მერმა.