ირაკლი კობახიძე: მთავრობას გააჩნია სათანადო გეგმა იმისთვის, რომ ლარის სტაბილურობა უზრუნველყოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამ საკითხზე მთავრობას სათანადო გეგმა აქვს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ლარის სტაბილურობა.
„ლართან დაკავშირებით, ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისთვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი მიღწეული იქნება. არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, იმედი გვაქვს, საერთაშორისო ტენდენციებიც ჩვენთვის სახარბიელო იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.