“ცესკო” ყოველთვის სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას და ეს დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნებში”

„ნეგატიური პიარი ცესკო-ს წინააღმდეგ, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ, იწყება ხოლმე ყოველი არჩევნების წინ. ეს არის ჩვეულებრივი რამ, რასაც უკვე მივეჩვიეთ. ხელოვნურად ცდილობენ ცესკო-ს დისკრედიტაციას, თუმცა, რეალურად, ეს არ გამოსდით ჩვენს რადიკალურ ოპონენტებს, გამომდინარე იქიდან, რომ ცესკო ყოველთვის სათანადოდ ასრულებს თავის ფუნქციას და ეს დადასტურებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნებში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო ყოველთვის ობიექტურია და ყოველთვის უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესების ობიექტურ შეფასებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
„აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ორგანიზაციები სცემენ ხოლმე პასუხს იმ არასწორ კრიტიკას და უსამართლო კრიტიკას, რომელიც ისმის რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ცესკო-ს წინააღმდეგ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები