ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის სასახლე მნიშვნელოვანი სიმბოლოა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სასახლე მნიშვნელოვანი სიმბოლოა და პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს.
„მე არაერთხელ მაქვს გამოხატული ჩემი სუბიექტური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, ექსპერტული პოზიცია. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის სასახლე – ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლო და უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და აქედან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.