თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე ტრაილერი და მიკროავტობუსი ამობრუნდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ორი ავარია მოხდა, რა დროსაც გზაზე ტრაილერი და მიკროავტობუსი ამობრუნდა. ერთი შემთხვევა რუისის მონაკვეთზე, მეორე კი – სოფელ აგარასთან მოხდა. არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც 250-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები