ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ახალი დირექტორი – პიტერ ვიბლერი.
საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობა.
„მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა უწევს ფინანსთა სამინისტროს, ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება“,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.