ქეთევან ციხელაშვილი: ომი დაიწყო რუსეთმა – გააკეთა თუ არა ქართულმა მხარემ ყველაფერი აშკარა პროვოკაციის თავიდან ასარიდებლად, ამაზე მსჯელობა შეიძლება

„არასწორია საკითხი დასმა – ვინ დაიწყო ომი“,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა.
„საერთოდ, არასწორად მიმაჩნია საკითხის ასე დასმა – ვინ დაიწყო ომი, რადგან ეს არის რუსეთ-საქართველოს ომი, საქართველოში განხორციელდა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია. ეს არის ომი, რომელიც არ დაწყებულა აგვისტოში და დიდი ხანი მზადდებოდა სწორედ რუსეთის მიერ, რომლის შედეგები არ შედიოდა არც ქართველების, არც ოსების და აფხაზების ინტერესში და დღესაც რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, ცალსახაა, რომ ასეთი პროვოკაცია მზადდებოდა, მსჯელობა შეიძლება იმაზე, ქართულმა მხარემ გააკეთა თუ არა ყველაფერი, რომ ასეთი ღია, აშკარა პროვოკაცია თავიდან აერიდებინა.
„პასუხი არის ცალსახა – ფაქტი იყო, რომ ასეთი პროვოკაცია მზადდებოდა. ერთადერთი, რაზეც მსჯელობა შეიძლება, ქართულმა მხარემ გააკეთა თუ არა მაშინ ყველაფერი, რომ ასეთი ღია, აშკარა პროვოკაცია ყოფილიყო თავიდან არიდებული“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ეს იყო ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა და მზადდებოდა დიდი ხნით ადრე, ვიდრე აგვისტოს ტრაგიკული დღეები დადგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები