რატომ იცავს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას?

საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე ანა ნაცვლიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
,,ქალბატონი ანა აბსოლუტურად ურევს აქცენტებს, საზოგადოების პროტესტი და კონკრეტულად ჩემი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა მარიხუანას მოხმარება ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზაციად, რითაც გახსნა დერეფანი იმისათვის, რომ სხვა ნარკოტიკების მოხმარებაც გამოცხადდეს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების რეალიზაციად. ხაზი დაცულია, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი არის სრულიად სწორი და ღირებულებითად გამართული და თავისუფლებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ქალბატონი ირინა იმერლიშვილი, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და ფაქტობრივად, მართავდა საპრეზიდენტო ინსტიტუტს, დღეს გადასულია საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სასამართლოს ფაქტობრივი მმართველია. ამავდროულად, პრეზიდენტი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის კანდიდატად სწორედ ირინა იმერლიშვილის წარდგენას აპირებს. აღსანიშნავია ბატონი კვერენჩხილაძეც, რომელიც ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი ავტორია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იყო.

,,მარგველაშვილმა საპრეზიდენტო ინსტიტუტი გადააქცია ულტრალიბერალური ,,ენჯეოების“ კონსოლიდაციის ადგილად. ყველა თანამდებობის პირი, ვინც მან დანიშნა, ცალკეული გამონაკლისების გარდა, არიან ,,ენჯეო“ სექტორიდან. მან ,,ენჯეობის“ მხრიდან საქართველოს მართვა გადაიყვანა საპრეზიდენტო, ანუ სტრუქტურულ ერთეულში, ეს მათი დღის წესრიგის მთავარი ნაწილია. დღეს უკვე ნათლად ჩანს, ვინ არის ამ გადაწყვეტილების მთავარი ავტორი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო, ფაქტობრივად, არ არსებობს იურიდიული მექანიზმი, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ“,- აღნიშნავს სოსო მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები