“ჩვენ ვამბობთ, რომ 2008 წელს, აგრესია რუსეთის მხრიდან განხორციელდა, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კი პირადი პოზიციაა”

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსეთ-საქართველოს ომზე საუბრისას, განაცხადა, რომ 2008 წელს რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია, რასაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. მისივე თქმით ეს არის, პოზიცია, რომელიც გაჟღერებულია ყველა საერთაშორისო ფორუმზე.
“არაერთხელ განმიცხადებია, როგორც საკუთარი, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ 2008 წელს, რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია, რასაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. ეს ის პოზიციაა, რომელსაც მუდმივად ვაფიქსირებდით. ეს არის პოზიცია, რომელსაც ჩვენ მუდმივად გამოვხატავთ ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენს ყველა განცხადებაში. ეს არის პოზიცია, რაზეც ვსაუბრობთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი – 2008 წლის ომის თაობაზე გაკეთებული განცხადება პირადად სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები