კახა კალაძე: აგვისტოს ომიდან სამ თვეში, გრიგოლ ვაშაძის მიერ რუსეთში გაგზავნილი წერილი დანაშაულია

„ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ამ შინაარსის და ამ ტიპის წერილის გაგზავნა არის ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი“, – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წერილი, რომელიც მან 2008 წელს რუსეთის კულტურის მინისტრს გაუგზავნა და მოსკოვში, ქართული ანსამბლებისა და თეატრების კონცერტებისა თუ სპექტაკლების ჩატარება შესთავაზა.
ამასთან, თბილისის მერი აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძე დღემდე, რუსეთის მოქალაქეა.
„როგორც ვიცი, ვაშაძე რუსეთის მოქალაქეა, პირველი აქედან დავიწყოთ. თვითონ წერილს რაც შეეხება, დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა ფაქტი არის სამარცხვინო. ქვეყნის ოკუპაციიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ამ შინაარსის და ამ ტიპის წერილის გაგზავნა არის ძალიან დიდი დანაშაული და სამარცხვინო ფაქტი – მე ასე შევაფასებდი “, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან, დაახლოებით სამი თვის შემდეგ, საქართველოს იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატია, რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა და მოსკოვში, ქართული ანსამბლებისა და თეატრების კონცერტებისა თუ სპექტაკლების ჩატარება შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები