პრემიერი: ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა

„საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ქართული სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი, სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა.

„შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა სრულად იქნას დაცული უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე  – ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოზარდების, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროსთან არსებული ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა პროფილურმა სამინისტროებმა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით, შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულთა მკურნალობას და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი ქმედითი პროგრამები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები