“საბოლოო გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით არ მიგვიღია“

„საბოლოო გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არ მიგვიღია და ვერ შევაფასებ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვა იყო ასეთი: დაუჭერს თუ არა  „ქართული ოცნება“ მხარს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას?

„საბოლოო გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, არ მიგვიღია და ვერ შევაფასებ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას. რუსეთი არის აგრესორი და მან მოხდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, უფრო მეტიც, ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008-ში, ის ამას  90-იანი წლებიდან მოყოლებული აკეთებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები