არჩილ თალაკვაძე: ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცალსახაა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესია განხორციელდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, აგვისტოს ომზე საუბრისას, განაცხადა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია ცალსახაა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესია განხორციელდა. მან ომში გარდაცვლილ ჯარისკაცების შვილებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ მათი მამები გმირები არიან.

“ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით, არის ცალსახა – რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია, საქართველოს ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია და რუსი ჯარისკაცები აქ უკანონოდ იმყოფებიან. მინდა ვუთხრა ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს: თქვენი მამები იცავდნენ სამშობლოს. ისინი გმირები არიან!”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები