საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს სახელმწიფო დროშები 7 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე დაეშვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები