„მადლობა უნდა გადავუხადოთ თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულანთებული იდგა 10 წლის წინ, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად“

“აგვისტოს დღეებმა დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი და მძიმე მოგონებები ომის შესახებ, თუმცა ასევე, დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს გმირებს უკავშირდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში, 2008 წლის ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალთან განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც 10 წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძოდა.
„აგვისტოს დღეებმა დაგვიტოვა ძალიან დიდი ტკივილი და მძიმე მოგონებები ომის შესახებ, ადამიანური ტრაგედიების შესახებ, დაგვიტოვა დაკარგული ტერიტორიები, თუმცა, ასევე, დაგვიტოვა სიამაყის განცდა, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს გმირებს უკავშირდება. დღეს ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედროებს, მოხალისეებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულანთებული იდგა 10 წლის წინ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ვალი უნდა მოვიხადოთ მათ წინაშე და ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები