დავით კოდუას დასაკითხად სამართალდამცველები კლინიკაში ორჯერ მივიდნენ
ინგოროყვას კლინიკაში დავით კოდუას დასაკითხად სამართალდამცველები ორჯერ მივიდნენ, – ამის შესახებ „კვირას“ ეკრეკლე კოდუას მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისივე თქმით, კოდუას დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, რადგან ბიზნესმენს ტვინის შერყევის გამო, მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები კარგად არ ახსოვს.
„დათო კოდუა პალატაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმები გვეუბნებიან, რომ მას ტვინის შერყევა აქვს. გონზე მოვიდა, ხელების ამოძრავებაც და ლაპარაკიც შეუძლია. დათომ კომიდან გამოსვლის შემდეგ პირველად შვილი მოიკითხა, რომელიც ინციდენტს შეესწრო. სამართალდამცველები კლინიკაში ორჯერ მივიდნენ. მათ დათოს დაკითხვა უნდოდათ, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეს ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილელებელია. როგორც „კვირას“ ინგოროყვას კლინიკაში განუცხადეს, ბიზნესმენი თავს უკეთესად გრძნობს და მკურნალობის კურსს გადის. შეგახსენებთ, რომ აბაშიძის ქუჩაზე დავით კოდუას თავდასხმის ფაქტი 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთ ღონისძიებად 2 – თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მარიამ ლომინაძე