გორის შესასვლელთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

გორის შესასვლელთან მომხდარ ავარიას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. 25-წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ადგილზე მძღოლმა გამოიძახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შსს-ს ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები