ირაკლი შოთაძე: გამომძიებლები, რომლებმაც იმუშავეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, არიან პროფესიონალები

„ამ გამომძიებლებმა ათეულობით მკვლელობის საქმე გახსნეს და ამ საქმეებზე დგება გამამტყუნებელი განაჩენები, ამ რეალობას თვალი უნდ გავუსწოროთ“, – ასე უპასუხა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპარლამენტო კომისიის სხდომის წევრებს, რომლებიც დაინტერესდნენ, რამდენად სწორი იყო ის სტრატეგია, რაც გამოძიებამ ამ საქმის გამოსაძიებლად აირჩია.
ირაკლი შოთაძემ სხდომაზე განმარტა, რომ კონკრეტული სტრატეგია დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკაზე და გამომძიებლების კვალიფიკაციასაც გაუსვა ხაზი.
„როდესაც ვსაუბრობთ ამ გამოძიებაზე და სხვა გამოძიებაზე, რომელიც ჩატარებულია ამ გამომძიებლების მიერ, გვავიწყდება ერთი რამ – ეს არიან ის გამომძიებლები, რომლებიც არაერთი წელია, იძიებენ მკვლელობის საქმეებს და წარმატებით ართმევენ თავს ამ ურთულეს საქმეს. მათ დადგენილი აქვთ საუკეთესო პრაქტიკა და ის ოპერატიული მოქმედებები როგორ და რა ვითარებაში უნდა ჩაატარონ, ძალიან კარგად იციან. ამაზე მეტყველებს ის შედეგები, რაც აქვს ამ დანაყოფს. ეს დანაყოფი ხსნის ათეულობით მკვლელობის საქმეს და ამ საქმეებზე დგება გამამტყუნებელი განაჩენები, ამ რეალობას თვალი უნდ გავუსწოროთ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები