ირაკლი შოთაძე: ჩემი განკარგულება, რომ დადგენილიყო სუბელიანის სავარაუდო მონაწილეობა მკვლელობების ნაწილში, შესრულდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი კომისიის წევრების მხრიდან ყოფილი მთავარი პროკურორის მიმართ დაისვა შეკითხვა, გასცა თუ არა მან განკარგულება, რომ დადგენილიყო სუბელიანის როლი მომხდარ ფაქტში, რაზეც ირაკლი შოთაძემ განმარტა, რომ რადგან ბავშვის მამა იყო პროკურატურის თანამშრომელი, პირველ რიგში, მან გასცა განკარგულება, დადგენილიყო, რა როლი ჰქონდა არასრულწლოვანს მკვლელობის ნაწილში.
„ვინაიდან ჩვენი თანამშრომლის შვილი ფიგურირებდა, გავეცი მე კონკრეტული მითითება, მაგრამ იმ მითითების გაცემა, რომ გამოიკვეთოს ბრალდებული, მით უმეტეს მკვლელობის საქმეზე, იქ ჩემი ჩარევის საჭიროება არ არსებობს და არ არსებობს არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში, იყო კონკრეტული ფაქტი, სადაც საუბარი იყო მირზა სუბელიანის შვილის შესაძლო მონაწილეობაზე და ჩემთვის განსაკუთრებული ინტერესის ობიექტს წარმოადგენდა. ჩემი მოსაზრება, დღევანდელი გადმოსახედიდან, ის არის, რომ ჩატარდა ყველა საგამოძიებო მოქმედება და დადგინდა, რომ მირზა სუბელიანის შვილს არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა ჩადენილ მკვლელობასთან. ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები