მიხეილ სააკაშვილი: მარგველაშვილის პრეზიდენტობისას, საქართველომ დაკარგა ბოლო ხუთი წელი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ახლანდელი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მმართველობის პერიოდის შეფასებისას, აღნიშნა, რომ საქართველომ ბოლო ხუთი წელი დაკარგა მის პერიოდში.
„მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით: შევიდა და არ გააყიდინა რეზიდენცია ივანიშვილს და იმით, რომ ჩამომართვა მოქალაქეობა. შეიძლება შევიდეს მესამე რამითაც, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები და მე დამიბრუნოს მოქალაქეობა, მაგრამ არ მგონია, მას ამის გამბედაობა ეყოს.
მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი. საქართველომ დაკარგა ბოლო ხუთი წელი, მარგველაშვილის პრეზიდენტობის – ეს ხომ ყველასთვის ცხადია? რა დარჩება მისგან, გარდა იმისა, რომ თავის თავზე თქვა : „მე ვარ პლასტელინი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები