წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში ახალი კომპლექსი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე საფუძველი ახალი შენობის მშენებლობას ჩაეყარა.
„დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ამერიკული მხარის მხარდაჭერით ხორციელდება“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
შენობის საფუძველში სიმბოლურად დროის კაფსულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა ჩადეს.









კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები