თამარ ჩუგოშვილი: მარგველშვილი არჩევნებს დანიშნავს ოქტომბრის ბოლო რიცხვებში იმისათვის, რომ საპრეზიდენტო დღეები ამოწუროს ბოლომდე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებს მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დანიშნავს.
„ამ ვადის დასახელება ნიშნავს იმას, რომ კანონით არსებული გარკვეული რეგულაციები ჩაირთვება და შესაბამისად, წინასაარჩევნოდ შესაბამისი გარემო შეიქმნება. მე ვფიქრობ, აჭიანურებს იმიტომ, რომ ის აპირებს თავისი ვადის ბოლო დღემდე მიყვანას და გამოყენებას და მე ვფიქრობ, რომ ის დანიშნავს არჩევნებს ალბათ, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში და ეს ემსახურება იმას, რომ მან თავისი საპრეზიდენტო დღეები ამოწუროს ბოლომდე”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები