გიორგი გახარიამ თბილისში, მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მოადგილესთან, ნათია მეზვრიშვილთან ერთად, რამდენიმე დღის წინ თბილისში მძარცველის დაკავებისას დაჭრილი მოქალაქე – ლუკა ლორია საავადმყოფოში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ივლისს 2001 წელს დაბადებულმა ი.ს.-მ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ქუჩაზე, მოქალაქეს საფულე გასტაცა.
მძარცველის დაკავებას შემთხვევის ადგილზე მყოფი, 1992 წელს დაბადებული ლუკა ლორია შეეცადა, რა დროსაც იგი ი.ს.-მ ცივი იარაღით დაჭრა.
პოლიციამ მძარცველი მიმალვისას, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ძარცვის ბრალდებით დააკავა.
დაჭრილი ლუკა ლორია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები