ანრი ოხანაშვილი: მომავალ კვირას შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვაა დაგეგმილი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირას შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვაა დაგეგმილი. მისივე თქმით, დღემდე 70-მდე პირია გამოკითხული.
“ჩვენ დღესაც გამოვკითხეთ არასრულწლოვანი მოწმეები. დღეს გამოკითხული პირები არ ფიქსირდებიან უშუალოდ ინციდენტის მოხდენის დროს. ჩვენ, დღეის მდგომარეობით, 70-მდე პირი გვყავს გამოკითხული, დაწყებული შსს-ს წარმომადგენლებით, გაგრძელებული პროკურატურით და მოწმეებით დასრულებული. რაც შეეხება ინფორმაციას, რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია არ გვიფიქსირდება, გარდა იმ მონაცემისა და გარემოებისა, რომელიც ჩვენ რამდენიმეკვირიანი გამოკითხვის შედეგად მივიღეთ. მომდევნო კვირას კიდევ გავაგრძელებთ გამოკითხვებს. მომდევნო კვირას ვგეგმავთ უკვე მსჯავრდებული პირების გამოკითხვას და ასევე მომავალ კვირასაა დაგეგმილი შს მინისტრის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის გამოკითხვა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები